среда, 27 июля 2016 г.



მეორე სუნთქვა (Второе дыхание), ყველასთვის ნაცნობი სპორტული ტერმინი. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 რა თქმა უნდა, თუ შენ სპორტში კარგი გამოცდილება გაქვს, შეგიძლია კარგად წარმოიდგინო, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც გრძელ დისტანციაზე მირბის. ასეთ მარათონზე ადამიანი ადრე თუ გვიან, იღლება. გიჭირს სუნთქვა, გული ამოვარდნაზეა. უკვე გეჩვენება, რომ ეს სულელური შეჯიბრი არ ღირს ამად.

 თუ ამ მდგომარეობაში ახალბედა აღმოჩნდა, როგორ მოიქცევა? შეიძლება გაჩერდეს. მაგრამ რას შვრება ამ დროს პროფესიონალი? მან იცის მარტივი საიდუმლო  -  უბრალოდ აგრძელებს სირბილს. 

1989 წელია. აფხაზეთის ბაიდარებისა და კანოეს ნაკრების წევრები ვიმყოფებით სკურჩის (სოხუმის მახლობლად ზღვისპირა სოფელი) საწვრთნელ ბაზაზე, შეკრებაზე.  ჩვეულებრივი დილაა. სანამ ნავებში ჩავსხდებით და დაიწყება დილის წვრთნა, უნდა გავირბინოთ 14 კილომეტრი. სოხუმის შოსემდე.
მიახლოებით8-9 კილომეტრიანი მანძილი უკვე გავირბინეთ. ვბრუნდებით უკან. რაღაც მომენტში ვგრძნობ ტკივილს მარჯვენა ფერდში, სუნთქვა მიხშირდება - ჰაერს ვეღარ ვისუთქავ ფილტვებში. ტანიც ისე დამიმძიმდა, თითქოს დიდი ტომარა მომკიდესო მხრებზე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კინოფირზე ფოტოფინიშის შენელებულ კადრებს ვუყურებ. ასეთი მძაფრი შეგრძნება
არასდროს მქონია ადრე. მთლად ზუსტად ყველა დეტალს ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს ის მომენტი, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია. ამ დროს რაღაც იმედმა გაიღვიძა ჩემში  - "არ დანებდე, ცოტაც გაუძელი!".   და,  ბრააახ! გინახავთ,  როგორ უეცრად და  ადგილს ელვისებურად მოსწყდება ფორმულა 1-ის ბოლიდი? აი დაახლოებით ისე მოხდა  -  თვალის დახამხამებაში გაიხსნა სუნთქვა ფილტვებში და დიაფრაგმაში, ტანი ჰაეროვნად მსუბუქი გახდა და ადგილს კომეტასავით მოვწყდი! შეგრძნებებს ვერ ვუჯერებდი! ადრე მქონდა უფროსი თაობის სპორტსმენებისგან განაგონი მეორე სუნთქვის გახსნაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველი სიტყვის მჯეროდა, მაინც ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო.        



და აი,  პირველად სპოტულ კარიერაში თავად ვიგრძენი რა იყო მეორე სუნთქვა. ეს იმდენად ჩემი დამსახურება არ იყო, რამდენადაც ფიზიოლოგიური კანონებისა, რომელიც ჩვენმა შემოქმედმა ჩადო ჩვენში.

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში.  ვთქვათ, შენ რაღაც საინტერესო საქმე წამოიწყე. ენთუზიაზმი სად წაიღო არ იცი. ღამით აღფრთოვანებისგან არ გეძინება. დილით შემართული დგები და გგონია მთებს შეძრავ! თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ და რაღაცები გამოდის. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ატყობ, რომ საქმე უბრალოდ ჯორზე შეჯდა - ძვრა არაა. უკვე ფიქრობ, რომ უხეირო საქმეს ხომ არ შეეჭიდე, იქნებ სხვა რამეს უნდა მოჰკიდო ხელი. ნება მომეცი აქ ერთი საინტერესო ინსტრუმენტი გაგაცნო.

მოგწყურებია ოდესმე ისე, თითქოს საჰარას უდაბნოში კვირაა უმისამართოდ დახეტიალობ წყლის ძებნაში?  საჰარის არ ვიცი, მაგრამ არის ასეთი ინსტრუმენტი წყლის ამოსაქაჩად ისეთ ადგილებში, სადაც წყალგაყვანილობა არაა.

















მას ეწოდება  წყლის ამოსაქაჩი ხელის ტუმბი. გამოიყურება აი ასე.  მისი მილი ზოგ ადგილას, შეიძლება ღრმად იყოს და ასეთ შემთხვევაში წყალს უცებ ვერ ამოქაჩავ. საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, როცა ადამიანი ხელით აწვება ტუმბოს სახელურს.

იმის გამო, რომ მილი ღრმად არის, წყალი უცებვე არ მოდის. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამ ადგილას წყალი დაშრა ან ტუმბოა გაუმართავი. სინამდვილეში კი აი რა ხდება. იმ ადგილას, სადაც მილის მეორე თავი წყაროს თავთანაა სიღრმეში ჩადებული, ტუმბოს წნევამ უკვე წამოქაჩა წყალი და ის უკვე მილში მოხვდა. შენ კი გეჩვენება რომ "ხალასტოიზე" მუშაობ და ტყუილად აწვები სახელურს. შენ უბრალოდ ვერ ხედავ მთლიან სურათს. ამ დროს საჭიროა არ გაჩერდე და გააგრძელო ამოქაჩვა. ბოლოს ეს ძლიერი 'ნაპორი" ისე მოაწვება ონკანის თავს, რომ მომავალი წყალი მთელი ძალით ამოხეთქავს იქიდან!

ასეა ბიზნესის კეთების დროსაც  -  დაუღალავად აწვები საქმეს, თითქოს ყველაფერს სწორად მიჰყვები, მაგრამ "წყალი" ანუ რეზულტატი,  არ ჩანს. უკვე გგონია, რომ ამ ბიზნესში წყალი ან ამოშრა, ან არასწორად აკეთებ მასში რამეს. რა თქმა უნდა ისეც ხდება, რომ სერიოზული შეცდომების ან საქმეში გამოუცდელობის გამო რაზულტატს ვერ იღებ. მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, იმაზე, როცა ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და არ ჩანს შესამჩნევი შედეგი. სინამდვილეში კი, ჩვენი თვალების უხილავად, სადღაც შესაძლოა ძლიერი ბიზნეს-პარტნიორი გამოჩნდა, მას კი ახალი პარტნიორები მოჰყავს. ის უკვე აკეთებს გარკვეულ მოძრაობებს საქმის წინ წასაწევად. სადღაც, რამოდენიმე შენი  კმაყოფილი კლიენტი ახლობლებს მოუყვა შენი ბიზნესის ან პროდუქციის შესახებ, რომელიც მათაც სჭირდებათ და ერთ მშვენიერ დღეს შენი შრომა ისე დაჯილდოვდება, როგორც არასდროს წარმოგედგინა! ძვირფასო მეგობარო! არ დანებდე, მიეცი შანსი შენს მეორე სუნთქვას და უეცრად ისე ელვისებურად მიაღწევ ფინიშის გამარჯვების ხაზს, ვერც კი გაიგებ როგორ მოხდა ეს! 

მადლობა, რომ შენი ძვირფასი დრო დაუთმე ამ სტატიის კითხვას! თუ მან ძალები მოგცა, გააზიარე ეს პოსტი მეგობრებში და არაერთ ლაიქს თავად მიიღებ მადლიერი ადამიანებისგან. ხოლო ჩემგან - ლეგენდარული ფრანგი პარფიუმერების ულამაზესი სუნამოების მინი-კოლექციას! 

კეთილი სურვილებით, მალხაზ ტაბაღუა!



გამარჯობათ ძვირფასო და-ძმებო! 
ჩვენ მალხაზ და ნინო ტაბაღუა ვართ  ზუგდიდის კრებიდან  -  "საჯვარო".  წინასწარ გმადლობთ, რომ  დრო დაუთმეთ  ჩვენს წერილს.

ეს ეხება და-ძმებისთვის დასაქმების პროექტს.  ჩვენ უკვე 20-ზე მეტი თანაქრისტიანი დავასაქმეთ. რა თქმა უნდა ეს არ არის იდეალური სამუშაო,  -  თქვენ კარგად იცით, ყველაფერი იდეალური მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში გველოდება, მაგრამ ამ დარჩენილ მოკლე დროში, ვფიქრობთ  მათ, ვინც ეძებს სტაბილურ სამუშაოს, მოეწონება ჩვენი შეთავაზება, იმიტომ რომ საუბარია ძალიან სასიამოვნო მომენტებზე.
   
 
      რა უპირატესობებს ღებულობთ ჩვენთან თანამშრომლობით?

    1.      სამუშაოს გრაფიკი და დრო არის  თავისუფალი და მოქნილი.

    2.      კვირაში  2 გამოსასვლელი -  კრების შეხვედრების ორი დღე სრულიად თავისუფალი ხართ.   
     5-7 საათიანი სამუშაო დღე გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში, ხოლო გვიანი შემოდგომა და ზამთრისთვის დაგეგმილი გვაქვს 7-დან 5 საათამდე შევამციროთ სამუშაო დღე. 

   3.      თუ პიონერი ხართ, შეგიძლიათ გყავდეთ  შემცვლელი თანაქრისტიანი, რომ  შეძლოთ მსახურება მოუცდენლად.  ასევე, თუ დღის განმავლობაშიც გეყოლებათ შემცვლელი, შეგეძლებათ თქვენი არჩევანით დღის პირველ ან მეორე ნახევარში იმსახუროთ   და რომელიმე ამ ნახევარში,  -  იმუშაოთ.   ქალაქ ზუგდიდში მაგალითად,  ჩვენი პიონერი  დები,  წარმატებულად ართმევენ თავს ყველაფერ ამას.

        4. როგორც სხვა  კომპანიებში, ჩვენთან საჭირო არაა ვინმეს სავალდებულო გაწევრიანება. 

5.   5.   თქვენ არ გესაჭიროებათ  საკუთარი ფულის  ჩადება  და პროდუქციის სავალდებულო ამოსყიდვა, როგორც ეს ხშირად ხდება  ქსელური მარკეტინგის კომპანიებში. 

    (ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ისეთი კომპანიების,  უბრალოდ, ჩვენი მუშაობის სტილი მაქსიმალურად გამორიცხავს  ფინანსურ გაუგებრობებს. პროდუქციით ჩვენ გამარაგებთ და ეს ამავდროულად არ ნიშნავს, რომ ნისიაზე მოგიწევთ მუშაობა, რაც ფინანსურ პასუხისმგებლობას მოითხოვს. პლიუს, ჩვენ შრომით ხელშეკრულებას  ვდებთ  მათთან, ვინც იწყებს  მუშაობას.  ასე აკეთებენ ჩვენი და-ძმები ცივილიზებულ ქვეყნებში). 
         
          ჩვენ შეგნებულად გამოვრიცხეთ პრაქტიკიდან მე-4 და მე-5 პუნქტებში ხსენებული მომენტები გაწევრიანებასთან,  პროდუქციაში ფულის ჩადებასთან დაკაშირებით, იმიტომ რომ ამას შეეძლო ურთიერთნდობისა და ძმური სიყვარულის ძირის გამოთხრა. ვინც საქმის კურსშია, იცის, რომ არაერთი მაგალითები იყო ცუდი ისტორიებით ქსელურ მარკეტინგთან დაკავშირებით, რომლებმაც ლამის შეიწირეს კრების ერთობა. 

        ევროპის ქვეყანაში მომხდარი ერთ ერთი რეალური მაგალითი სასწავლო საგუშაგო კოშკშიც განიხილებოდა. ასე რომ, შესაძლო არასასურველი მომენტები მაქსიმალურად აცილებული გვაქვს. თუმცა სიფრთხილე და დისციპლინა ზედმეტი არ იქნება. 

        ოჯახურ წყვილებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ  -  ჩვენ არაერთი კარგი მაგალითი ვიცით, როგორ წარმატებულად მუშაობენ წყვილები ერთად.

      თქვენ ასევე, შეგიძლიათ დაიხმაროთ ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები  -  მიეცით მათ პროდუქციის კატალოგი ან ფლაერები და სთხოვეთ სამუშაოზე, თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელონ ისინი. არ მოგერიდოთ, - თქვენ არაფერ საუხერხულოს არ სთხოვთ მათ, ნუ იფიქრებთ, რომ მათ არ მოუნდებათ ამის გაკეთება. პირიქით, თუ ისინი გაიგებენ, რომ შეუძლიათ დაგეხმარონ წარმატების მიღწევაში, სიამოვნებით დაგთანხმდებიან დახმარებაზე.


ყველა აქ ჩამოთვლილი  ნიუანსები  მაქსიმალურად გათვლილია ისე, რომ და-ძმებს ჰქონდეთ ასე თუ ისე სტაბილური სამუშაო ამ არასტაბილურ ქვეყნიერებაში და  ამ სამუშაომ ხელი არ შეუშალოს მათ სულიერებას. 
ჩვენ 15  წლიანი გამოცდილება გვაქვს  ადამიანების დასაქმების და კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ პერიოდში.   


პროგრამაში  ჩვენ ჩართული გვაქვს არა მარტო ფულადი  ანაზღაურება  კონსულტანტებისთვის, არამედ,   საოჯახო  ტექნიკითა და სუპერპრემიით   ავტომობილით დასაჩუქრება აქტიური  თანამშრომლებისთვის! 


სამუშაოს დაწყების თარიღი ინდივიდუალურია, თუმცა მუშაობის მსურველები  15 აგვისტომდე უნდა დაგვიკავშირდნენ. ამის შემდეგ  ადგილები შეზღუდული იქნება.



ქალაქების ჩამონათვალი, სადაც გვესაჭიროება თანამშრომლები: 

ნომერი
ქალაქი
მხარე
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
21.
22.
23.
24.
25.
26.
27.
28.
29.
30.
31.
32.
33.
34.
35.
36.
37.
38.
39.
40.
41.
42.
43.
44.
45.
46.
47.
48.
49.
50.
51.
52.
                       53.
54.












































































































































იმისათვის, რომ გაერკვეთ დეტალებში, მოგვწერეთ მესენჯერში, ელ-ფოსტაზე cielingeorgia@gmail.com ან მოითხოვეთ უფასო ზარი და ჩვენ გადმოგირეკავთ 571 11 07 47 მალხაზი,  568 91 08 48 ნინო.

დიდი თხოვნაა, გაუზიარეთ ეს ინფორმაცია და-ძმებს ქსელში, და ასევე,  ზეპირსიტყვიერადაც გადაეცით თქვენი  ან სხვა კრების წევრებს.  ვინ იცის, იქნებ ისინი თხოვენ იეჰოვას დახმარებას, რომ არჩინონ საკუთარი თავი და ოჯახები, და ეს წერილი მათ ლოცვაზე პასუხი იყოს. წინასწარ უღრმეს მადლობას გიხდით დახმარებისთვის!

პატივისცემითა და სიყვარულით, თქვენი და-ძმა მალხაზ და ნინო ტაბაღუები